Welcome to Georgia!

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

დაჯილდოების ცერემონია, საუკეთესო შესაძლებლობაა ერთად შეიკრიბოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული კომპანიებისა და ამ სფეროში მოღვაწე მთავარი მოთამაშეების წარმომადგენლები. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროსთვის ქართული მემკვიდრეობის, ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე მიღწევების აღსაღნიშნავად.

Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საუკეთესო საშუალებაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების წარმატებული საქმიანობის აღიარების, დაფასებისა და მოტივაციისთვის. Welcome to Georgia!-ს ჯილდო გადაეცემა საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს, რაც დიდი მიღწევაა თითოეული მონაწილისთვის.

პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის მხრიდან. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.  მხარდამჭერები – თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. საქართველოს ბანკი – პროექტის თანაორგანიზატორი. ალიანს ჯგუფი – გენერალური სპონსორი.

DSC_0681DSC_01211 (2)DSC_0399