• BAKS Clothing Co. (1)

თუ გამოსახულებას აღსაწერად ათასი სიტყვაა საჭირო, მაშინ ილუზიის აღწერას, მილიონზე მეტი დასჭირდება!

პირველებმა გამოცადეთ თბილისის ახალი ინტერაქციული, გასართობი და შემეცნებითი სივრცე! არ ცადოთ თავის შემზადება, რადგან მუზეუმის შეთავაზება სრულიად გადააჭარბებს თქვენს მოლოდინებს!
9 მარტს, “ილუზიების მუზეუმი” თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის#10-ში გაიხსნება!!!
P.S. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ინტერაქციულ და იდუმალ ნაწილზე სწორედ, რომ “ილუზიების მუზეუმმა”  იზრუნა.

სტუმრების მიღება 9 მარტს, 14:00 საათიდან შეიძლება.
მუზეუმი იმუშავებს ყოველ დღე, დილის 10:00-დან, 22:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით  ბმულზე

www.museumofillusions.ge

March 7th, 2019|
  • _I0A5339

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონია

თბილისი, 17 დეკემბერი, 2018 _ რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ტრადიციულად გამოვლინდა გამარჯვებულები განსხვავებულ ნომინაციებში:

  1. კონცეფტუალური სასტუმრო- Quadrum Ski & Yoga Resort;
  2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი – Crowne Plaza Borjomi;
  3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო- Borjomi Likani;
  4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – Sheraton Batumi Hotel;
  5. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – Hostel Pushkin 10;
  6. THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო – Ramada Encore Tbilisi;
  7. THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო – Radisson Blu Iveria Tbilisi;
  8. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – Tbilisi Open Air;
  9. საუკეთესო MICE ტურიზმი – Calypso Travel & Event;
  10. საუკეთესო ღვინის ტურიზმი- Château Mukhrani;
  11. საუკეთესო E-ტურიზმი – Travel Guide App;
  12. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – ETHNO TSISKVILI;
  13. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში – Tbilisi Marriott Hotel;
  14. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი – Barbarestan;
  15. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი – Caucasus Travel;
  16. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი – Nazy’s Guest House;
  17. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – Altihut 3.014
  18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Wehost;
  19. #მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – Lopota Lake Resort & Spa;
  20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – თინათინ დუღაშვილი’ ;
  21. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო – ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – გიორგი თავაძე, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტი;
  22. საპარტნიორო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ტურისტული სტარტაპი –WEHOST;
  23. საუკეთსო მცირე მეღვინეობა  – Baia’s Wine.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 800-მდე სტუმარი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერიის მოადგილე- ილია ელოშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი დანელია, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – გიორგი ქობულიამ,  მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დაწესებული სპეციალური ჯილდო  გადასცა – გიორგი თავაძეს, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტს.

“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და სხვა… თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

მეოთხე წელია პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თანაორგანიზატორი: საქართველოს ბანკი; ოფიციალური მხარდამჭერები – თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი; გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი. 

 

December 18th, 2018|
  • Capitol HPS LOGO

წარმოგიდგენთ Capitol HPS  Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორს

კომპანია „Capitol HPS”- ის მთავარი  მიზანია ყველანაირად შეუწყოს ხელი ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში. იგი შედის  „კაპიტოლ ჯგუფი“-ის შემადგენლობაში, რომელშიც ამ კომპანიის გარდა გაერთიანებული არიან ყაზახური ინვესტიციების მოზიდვით შექმნილი სხვადასხვა პროფილის(სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ა.შ) კომპანიები.

„Capitol HPS” – ის ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი “Best Western Hotels & Resorts”-ი  ქსელის გაფართოებას საქართველოში.

კომპანია შეიქმნა 2016 წელს, ამავე ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიის, Capitol Real Estate-ს ბაზაზე, რომელიც 2013-2016 წლებში წარმოადგენდა „Best Western Hotels & Resorts”-ს საქართველოში. 2016 წლის სექტემბერში კი უკვე „Capitol HPS” -მა გააფორმა საპარტნიორო ხელშეკრულება „Best Western Hotels & Resorts”-თან, რომლის მიხედვითაც ის გახდა ამ ცნობილი სასტუმროების ქსელის წარმომადგენელი და რეგიონალური დეველოპერი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ქსელში შემავალი სასტუმროების, საქართველოში ათვისებული ქალაქების და ნომრების ჯამური რაოდენობით Best Western Hotels & Resorts-ი  საგრძნობლად უსწრებს დღეისათვის საქართველოში წარმოდგენილ სასტუმროების სხვა საერთაშორისო ქსელებს და „Capitol HPS”-ის დახმარებით წარმატებით აგრძელებს ქსელის გაფართოებას საქართველოს ტერიტორიაზე. დღეისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება საქართველოს შემდეგ ქალაქებში და კურორტებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარტვილი, თელავი, სტეფანწმინდა, ანაკლია, მესტია და  წყალტუბო. კომპანიის პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ 12-ს, ხოლო ნომრების ჯამური რაოდენობა კი 750 ერთეულს გადააჭარბებს.

ქუთაისის სასტუმრო 2017 წლის აპრილში გაიხსნა, გახსნის დღიდანვე გახდა ამ მშვენიერი ქალაქის სავიზიტო ბარათი და დღესაც წარმატებით ინაჩუნებს ამ სტატუსს.  Best Western Kutaisi თავის არსებობის ისტორიის პირველივე წელს გახდა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2017 წლის სეზონის გამარჯვებული, ნომინაციაში –  წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით.

გარდა ამისა, კომპანია „Capitol HPS”-ი, ტურიზმის  სფეროში ინვესტიციებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის საშუამავლო და საკონსულტაციო მომსახურეობას. ამ მიმართულებით შეთავაზებების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელებისათვის კომპანიას ყავს რამდენიმე  გამოცდილი, კომპეტენტური და კარგი რეპუტაცის მქონე პარტნიორი კომპანია(როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური) რომლების ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული არის სხვადასხვა სახის ტურისტული დანიშნულების ობიექტების მშენებლობასთან, აღჭურვასთან და მართვასთან.

საკონტაქტო:

შპს“კაპიტოლ ეიჩ პი ესი“

მის: ქ.თბილისი საბურთალოს რაიონი,

ვაჟა ფშაველას გმზ.70ბ,1 სადარბაზო,1 სართული

November 6th, 2018|
  • logo-europr

ევროპროდუქტი –  Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი!

შ.პ.ს. ევროპროდუქტი უკვე 14 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. დღესდღეობით ის უმაღლესი ხარისხის ევროპული საკვები პროდუქტის ექსკლუზიური იმპორტიორია.

ევროპროდუქტი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სპეციფიკის პროდუქციის ფართო არჩევანს, როგორიცაა: ორგანული/ბიო, უგლუტეინო, ულაქტოზო, უშაქრო. ევროპროდუქტი 12  სუპერმარკეტი მომხმარებელისთვის  წარმოადგენს ხარისხის და სანდოობის გარანტს, ხელმისაწვდომ ფასად.

ევროპროდუქტის მისიაა საქართველოში დანერგოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვების მოხმარების კულტურა.

კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მოსახლეობა საუკეთესო ხარისხის ევროპული ნაწარმით, მისაღებ ფასად და შექმნას კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ყველა ოჯახში იყოს ჯანსაღი, სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქტი.

November 5th, 2018|
  • CBW WEB Banner

ძვირფასო მეგობრებო! მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე!

აღფრთოვანდით, ისევე როგორც ჩვენ! გაუზიარეთ ეს ამბავი თქვენს კოლეგებს!

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია გაიმართება 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში !!!

რუსთაველის თეატრი, საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული ძეგლია, რომლის ისტორიაც 1879 წელს იწყება, როცა დაარსდა სპეციალური „დრამატული კომიტეტის“ მიერ, რომლის წევრებიც იყვნენ ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. 1921 წლიდან კი ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. დღეს, რუსთაველის თეატრი წარმოადგენს სერიოზულ თეატრს, ბრწყინვალე მსახიობებისა და რეჟისორების გუნდით, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან თანამშრომლობით განაგრძობენ შემოქმედებით ძიებას. საუკუნეზე მეტია რუსთაველის თეატრი წარმოადგენს ქართული ეროვნულისა და, ამავდროულად, ახლი ხედვის გამოხატვის საუკეთესო ადგილს.

სწორედ, რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონიაზე, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატების აღსანიშნავად!

და ეს ყველაფერი არ არის! თვალი გვადევნეთ, რათა გაიგოთ ახალი ამბები Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიის შესახებ!

October 9th, 2018|
  • 1

გააუმჯობესე შენი ბიზნეს შესაძლებლობები გლობალური ბიზნესის & ინვესტირების ფორუმზე 2018

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ „საქმიან ქალთა გაერთიანებასთან“ ერთად 5-6 ოქტომბერს მართავს ყოველწლიურ ღონისძიებას  „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმს“  მთავარი თემით  „ბიზნეს მდგრადობა- 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნეს ღირებულება.“ ფორუმი უმასპინძლებს 15 სპიკერს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან და დელეგატს მთელი მსოფლიოდან.

სპიკერები ისაუბრებენ ფინანსური, სოციალური და გარემოს დაცვითი თემების შესახებ. ღონისძიებას აქვს სამთავრობო მხარდაჭერა, ფორუმს საქართველოს  პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ბაზრისა და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და  ემსახურება დამსწრეებს შორის დამაკავშირებელი პლათფორმის შექმნას. დღის წესრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პირველად სტუმრობს შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა,  დეჟან სტენსერი – KSBC-ს პრეზიდენტი და ყაზახური ინვესტიციის რეგიონული წარმომადგენლობის თავმჯდომარე. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ასევე პირველად ესტუმრება მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

ასევე, „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ და „საქმიან ქალთა გაერთიანება” გამართავს  B2B მიღებას თქვენი წარმატებული ბიზნესისთვის!

September 12th, 2018|