წესები და პირობები ნომინანტებისთვის

რეგისტრაცია

რეგისტრაცია ნომინანტებისთვის ღიაა 2018 წლის 18 ივნისიდან 24 სექტემბრამდე. რეგისტრაცია შესაძლება ვებგვერდის საშუალებით – რეგისტრაცია.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში თქვენ უნდა აირჩიოთ 2018 წლის Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინაცია. შეავსოთ ყველა ველი, რის შემდეგაც თქვენი მონაცემები გაიგზავნება დაჯილდოების ორგანიზატორებთან და შემდეგ ხელი უნდა მოაწეროთ ონლაინ ხელშეკრულებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს მხოლოდ ორ ნომინაციაში. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ იმ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საქმიანობას. განაცხადის შევსება შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონის კომპანიას, რომელიც დაარსებულია ან საქმიანობს საქართველოში და გამარჯვების შანსიც ყველასთვის თანაბარია.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ნომინანტს არ შეუძლია შეცვალოს ნომინაცია. იმ შემთხვევაში თუ ნომინაციაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია ნომინაცია არ შედგება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

  • სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი
  • ტურისტული სააგენტო, ტურ ოპერატორი, ტურისტული ასოციაცია
  • ფესტივალი, ღონისძება
  • რესტორანი, კაფე
  • ღვინის ქარხანა, ღვინის მარანი, ღვინის ბარი
  • სამოგზაურო პორტალი, ტურისტული ჟურნალი, ბლოგი
  • სხვა კომპანიები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ფოკუსირებულნი არიან ტურიზმის სფეროსა ან/და მომსახურების ინდუსტრიაზე

რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?

გსურთ:

  • გახდეთ გამორჩეული?
  • უკეთ წარმოჩნდეთ მედიაში?
  • დააჯილდოვოთ თქვენი გუნდი და აამაღლოთ მათი მოტივაცია?
  • მიიზიდოთ საუკეთესო კადრები?
  • წინ წაიწიოთ Welcome to Georgia!-სთან ერთად?
  • იზეიმოთ ეს ყველაფერი?

თუ ამ ყველა კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“,  მაშინ თქვენ უნდა გახდეთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  Welcome to Georgia! ნომინანტი.

ძირითადი ნაბიჯები:

  • აირჩიეთ კატეგორია და დარეგისტრირდით
  • მოაწერეთ ხელი ონლაინ ხელშეკრულებას
  • მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ თქვენ პირად ონლაინ კაბინეტზე წვდომისათვის საჭირო სახელს და პაროლს
  • გადაიხადეთ ადმინისტრაციული და სარეკლამო გადასახადი
  • შეავსეთ ონლაინ კითხვარი და ატვირთეთ პრეზენტაცია PDF ფორმატში ჟიურის წევრებისთვის
  • ატვირთეთ კომპანიის ლოგო და 4 ფოტო თქვენს ონლაინ კაბინეტში
  • აღნიშნეთ თქვენი წარმატება (გალერეა)

სარეკლამო და ადმინისტრაციული გადასახადი

დარეგისტრირების შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ Welcome to Georgia!-სგან ადმინისტრაციული გადასახადის ინვოისს. ერთი ნომინაციისთვის ერთჯერადად გადასახდელი თანხაა  150 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

რას მოიცავს ადმინისტრაციული და სარეკლამო გადასახადი/მონაწილეობის უპირატესობა:

  • “Welcome to Georgia! National Tourism Awards Report” – ეს არის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიური შემაჯამებელი ბუკლეტი, ერთგვარი ტურისტული გიდი, რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია პროექტის მონაწილეების შესახებ. ბუკლეტი იბეჭდება 2 000 ტირაჟით და ვრცელდება საქართველოში და საზღვარგარეთ, რათა ხელი შეუწყოს პროექტის მონაწილეების პოპულარიზაციას.
  • Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ფეისბუქ  და ვებ გვერდზე ნომინანტების, ფინალისტებისა და გამარჯვებულების სიის გამოქვეყნება.
  • პროექტის მონაწილეების ლოგოების გამოქვეყნება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე.
  • Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შედეგები გამოქვეყნდება ქართულ და საერთაშორისო წამყვან მედია საშუალებებში.
  • პროექტის გამარჯვებულები და ფინალისტები დამატებით იქნებიან ინტეგრირებულნი პროექტის მარკეტინგულ კამპანიაში საერთაშორისო მასშტაბით. (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, საბორტო ჟურნალები)

კითხვარის შევსება და ჟიურის შეფასება

რეგისტრაციის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგიგზავნით თქვენს პირად ონლაინ კაბინეტზე წვდომისთვის საჭირო მონაცემებს. თქვენს პირად კაბინეტში  გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ მონაწილეობის წესებს, თარიღს და თქვენი არჩეული ნომინაციის შესაბამის კითხვარს.

კითხვარი მოიცავს 2 ბლოკს:

  • პირველი ბლოკი – ნომინანტმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია PDF ფორმატში ჟიურის წევრებისთვის და ატვირთოს თავის ონლაინ კაბინეტში. პრეზენტაციის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 4მბ.

ორგანიზატორი გირჩევთ მიუთითოთ ყველა დამატებითი ინფორმაცია რაც დაეხმარება ჟიურის წევრებს უკეთ გაგიცნოთ.

  • მეორე ბლოკი – ნომინანტმა უნდა შეავსოს ინფორმაცია კოპანიის ან პროექტის შესახებ.

ნომინანტმა უნდა გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას და  კითხვარი უნდა შეავსოს ინგლისურ ენაზე. ნომინანტი უნდა იყოს დარწმუნებული რომ მისი გაცემული პასუხები ზუსტად შეესაბამება პროდუქტს და იმ კატეგორიას რომელშიც არის დარეგისტრირებული. ნომინანტმა უნდა შეავსოს ყველა ველი თუ სურს რომ მიიღოს მისი ნომინაციისთვის არსებული მაქსიმალური შეფასება. პროფესიონალური ჟიური მხოლოდ იმ ნომინანტებს შეაფასებს, რომლებიც ამომწურავად და სრულად შეავსებენ კითხვარს. ორგანიზატორი გირჩევთ მიუთითოთ ყველა დამატებითი ინფორმაცია რაც დაეხმარება ჟიურის წევრებს უკეთ გაგიცნოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შევსებული კითხვარის მიხედვით და დამატებით ვიზუალური მასალების საფუძველზე მოახდენს შეფასებას პროფესიონალური ჟიური.

ჩვენ გთხოვთ ატვირთოთ 4 კარგი ხარისხის ფოტო. ფოტო უნდა შეესაბამებოდეს არჩეულ ნომინაციას. ფოტოს ზომა უნდა იყოს არა ნაკლებ 3 მბ და არა უმეტეს 15 მბ. ასევე, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი ლოგო კარგი ხარისხით (JPG ან PNG ფორმატში). რომელსაც გამოვიყენებთ მეოთხე დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის დროს ეკრანზე გასაშვებად და ყოველწლიურ რეპორტში განსათავსებლად.

დარეგისტრირებულ ნომინანტს შეუძლია შევიდეს, შეცვალოს ან წაშალოს მის მიერ მითითებული ინფორმაცია ონლაინ კაბინეტში 30 სექტემბრამდე. 30 სექტემბრის შემდეგ ნომინანტის აღარ ექნება წვდომა ონლაინ კაბინეტთან.

მნიშვნელოვანი თარიღები

რეგისტრაცია ნომინანტებისთვის დასრულდება: 2018 წლის 24 სექტემბერს;

ონლაინ კაბინეტში ნომინანტებს კითხვარის შევსება შეუძლიათ: 2018 წლის 30 სექტემბრამდე;

დეკემბერი: ფინალისტებისა და გამარჯვებულების გამოვლენა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიაზე;

ნომინანტების შეფასების პროცესი

დამოუკიდებელი და უზადო რეპუტაცია პროექტის  მთავარი ღირებულებაა;

ნომინანტებს შეაფასებს მიუკერძოებელი, პროფესიონალური ჟიური, რომელიც შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის, კულტურისა და მომსახურეობის  ბაზრის ექსპერტებისგან; ჟიურის საბჭო გაყოფილი იქნება თავიანთი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესაბამის კატეგორიებში.

ჟიურის წევრები თითოეულ მონაწილეს შეაფასებს შესაბამისი ნომინაციისთვის დადგენილ ქულათა კრიტერიუმებით.

დაჯილდოების პარტნიორი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია “BDO საქართველო” ახდენს ხმების დათვლას თითოეული ნომინატისთვის ინდივიდუალურად და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. რის შემდეგაც ჟიურის საბჭო იკრიბება აუდიტორის დათვლის შედეგად გამოვლენილი ფინალისტებისა და გამარჯვებულების სიის განსახილველად. საბოლოო ფინალისტებისა და გამარჯვებულების სიის დამტკიცება ხდება ჟიურის საბჭოს მიერ “მრგვალი მაგიდის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიამდე.

აუდიტი

დაჯილდოების პარტნიორი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია “BDO საქართველო” ახდენს ჟიურის წევრების მიერ შეფასებული ხმების დათვლას თითოეული ნომინატისთვის ინდივიდუალურად. რაც ნიშნავს, რომ Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი არის მთლიანად გამჭირვალე და ყველა შედეგი ჟიურის შეფასებების შეჯერებით დაიდება.

შედეგების გამოცხადება

ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე.

კონფიდენციალურობა

ყველა ინფორმაცია გროვდება და აქვს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას შედეგების ადმინისტრირების მიზნით.

საკონტაქტო პირი:

ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ანა ღვინჯილია
+995 558 84 20 60

                                                          

რეგისტრაცია