ჩვენთვის დიდი პატივია მოგიწვიოთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!  მხარდასაჭერად და პროექტის სპონსორად

შესაძლებლობები:

  • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! ეს არის პროექტი ტურიზმის სექტორში, რომელიც მასმედიის, სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.
  • დაჯილდოების ცერემონიალი კარგი საშუალებაა სხვადასხვა კომპანიებისათვის ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.
  • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! როგორც ბიზნესისთვის, ასევე მთლიანად  ქვეყნისთვის, საერთაშორისო რეკლამირების კარგი შესაძლებლობაა.
  • ეს პროექტი, მთლიანი ინდუსტრიის მაშტაბით, მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და საქართველოს ტურიზმის ბაზარზე ხარისხის მსოფლიო სტანდარტების დამკვიდრებაში დაეხმარება.

ექსკლუზიური შესაძლებლობები Welcome to Georgia!-ს სპონსორებისთვის:

  • პრემიალური ადგილი პროექტის ყველა მარკეტინგულ მასალასა და პიარ კამპანიებში;
  • ცერემონიალის დროს ვიდეო ეკრანზე ბრენდის დემონსტრაცია;
  • შესასვლელ სივრცეში ბრენდ-ვოლის განთავსება;
  • უნიკალური შესაძლებლობა – ერთ–ერთი გამარჯვებულისათვის ჯილდოს გადაცემა;

სპონსორების პრეზენტაციის დრო:

  • დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე;
  • ოფიციალური ცერემონიალის დროს;
  • დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ;

Welcome to Georgia!-ს სპონსორებს ექნებათ უნიკალური შანსი პირდაპირი კავშირი დამყარონ  ღონისძიების მონაწილეებთან:

  • საქართველოში მოქმედი სასტუმროების, რესტორნებისა და ღვინის კომპანიების მფლობელები და ტოპ მენეჯერები;
  • მთავრობის წარმომადგენლები;
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
  • ინვესტორები და დეველოპერები;
  • ტურ–ოპერატორები და ტურისტული სააგენტოების მფლობელები და ტოპ მენეჯერები;
  • მასმედიის წარმომადგენლები;

მედია პარტნიორებისთვის:

ჩვენთვის დიდი პატივია მოგიწვიოთ  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! მედია პარტნიორად:

  • ღონისძიება (წითელი ხალიჩა, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი) გაშუქდება ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებების მიერ;
  • დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება;
  • შესასვლელ სივრცეში ბრენდ-ვოლის განთავსება;

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა პარტნიორობის მოთხოვნით და გამოგვიგზავნოთ.

შემოგვიერთდით

მხარდამჭერები:

სპონსორები:

მედია პარტნიორები: