ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში 2016

24 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში ჩატარდა „ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში“, კონფერენციის ორგანიზატორი იყო Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება და თანაორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნილი ადმინისტრაცია. კონფერენცია გაიხსნა პრეს კონფერენციით, რომელსაც ესწრებოდა ვიცე პრემიერი, ეკონიმიკის მინისტრი ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქ-ნ ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერი ბ-ნ დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბ-ნ გიორგი ჩოგოვაძე და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და დირექტორი ქ-ნ მარინა ჩაიკა. მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის. პროექტის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს 2016 წლისთვის განაცხადების მიღების და დაჯილდოების კატეგორიების გაუმჯობესებული პირობები. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტარდება საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. ეს დაჯილდოება არის კარგი გამოწვევა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების მოტივაციისთვის, რომ გაზარდონ მათი შესაძლებლობები და სერვისები. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროსთვის, რათა აღინიშნოს ქართული მემკვიდრეობა, კულტურა და თანამედროვე მიღწევები. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისიდან. მეორე დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი კი გაიმართება ნოემბერის ბოლოს, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 21 განსხვავებულ კატეგორიაში, რომელსაც გამოავლენს პროფესიონალური ჟიური და ონლაინ მომხმარებელი. კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სპეციალური სტუმრები უკრაინიდან: ქ-ნ მარინა ლეო _ Deol Partners პარტნიორი, უკრაინის პარლამენტის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში, მან გაუზიარა თავის გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას მარკეტინგის განვითარების შესახებ მასპინძლობის სფეროში და ბ-ნ ანტონ ტარანენკო _ კიევის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა პარტნიორობის განვითარების შესახებ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე.
კონფერენციის მეორე ნაწილში კი პრეზენტაციები გააკეთეს პროექტის პარტნიორმა კომპანიება.

13340064_1025161514226122_4846859962276219248_o 13316799_1025161304226143_4502449478625606254_o 13248481_289441278055930_2223121046833201716_o 13246286_289441431389248_2752260344634725093_o

ფოტო და ვიდეო გალერეა