ყოველწლიური ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში არის ყოველწლიური ბიზნეს ღონისძიება, რომელიც იმართება საქართველოში 2016 წლიდან და მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია.

კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის.

კონფერენციის ფორმატი ორიენტირებულია სამ ძირითად ღირებულებაზე: გამოწვევები და გადაწყვეტილებები; განვითარება; შესაძლებლობები და რასაც მოიცავს:

  •  პანელური დისკუსიები;

  • საინტერესო პრეზენტაციები და პრაქტიკული მაგალითები

  • B2B შეხვედრები

350-ზე მეტი დელეგატი: წამყვანი სასტუმროების; რესტორნების; ღვინის კომპანიების; დეველოპერული კომპანიების; ქვეყნის მნიშვნელოვანი ბიზნესის; სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების; ტურისტული კომპანიებისა და მედიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები დაგხვდებათ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენციაზე.

IMG_5868 _MG_5913 IMG_5601 _MG_6002