ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში 2018

4 ივნისი, თბილისი, 2018 წელი _ სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა პროექტის თანადამფუძნებელმა/მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, რომელიც Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინანტებს საინტერესო საკონკურსო წელს დაჰპირდა. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მათ ისაუბრეს ტურიზმისა და ამ სფეროში ჩართული კომპანიების მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე ქალაქ თბილისის ეკონომიკის განვითარებაში.

სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები, ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა კი,  გააკეთეს  პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არესბული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთოების შესახებ, აგრეთვე ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. ამასთან ერთად, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა აუდიტორიას გააცნეს პროექტში მიმდინარე სიახლეები, კერძოდ, ახალი ჟიურის შემადგენლობა და ახალი ნომინაციები. გარდა, ამისა კონფერენციის მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა დაენიშნათ B2B შეხვედრები, რათა ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი და დაემყარებინათ საინტერესო ბიზნეს კავშირები.

ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენციას ესწრებოდა 400-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები.

ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან ტარდება და არის საუკეთესო ბიზნეს პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების შესაძლებლობა.

ფოტო და ვიდეო გალერეა