მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციის მონაწილეებს საშუალება აქვთ დანიშნონ B2B შეხვედრები თავიანთი ონლაინ კაბინეტის საშუალებით კონფერენციაზე რეგისტრაციის შემდეგ.

მონაწილეებს 2018 წლის 21 მაისიდან შეუძლიათ შეხვედრების დანიშვნა ერთმანეთთან მათვის სასურველ დროს. არჩეულ პიროვნებას ელექტრონულად ეცნობება შეხვედრის თხოვნის შესახებ, რის შემდეგაც მას ექნება შესაძლებლობა დადასტუროს შეხვედრაზე დასწრება.

B2B შეხვედრები დაიწყება 2018 წლის 4 ივნისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.